“რუსული კომპანია თუ მიაწვდის შსს–ს საკვებს, პრობლემას ვერ ვხედავ” – კალაძე

რუსული პროდუქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში – მმართელი პარტიის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან საკვების მიღება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
“როგორ ხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლინება ხომ, ტენდერის საფუძველზე. შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია თუ იმ უწყებას მიაწვდის საკვებ-პროდუქტს, ან რაც არის მოთხოვნილი, პრობლემას ვერ ვხედავ. თუ სანქცირებული არ არის კომპანია, ვერ ვხედავ პრობლემას”, – განაცხადა კალაძემ.
გომელაურის უწყებამ 4-მილიონიანი ტენდერი პოლიციელების, მაშველების და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების თანამშრომლების კვებისთვის ოკუპანტ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას უკვე გაუფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს