ხაშურში 9 წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი უგონო მდგომარეობაში

ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება. რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება.
როგორც „,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.