ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ს პრემიერ-მინისტრზე, ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, როგორც ცოცხლებს, ისე გარდაცვლილებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ცოლ-ქმრის, გადი ჰაგაისა და ჯუდი ვაინშტინის ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის, „შინ ბეთის“ მიერ ღაზის სექტორის ხან იუნისის რაიონში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიბრუნა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 56 მძევალი რჩება, რომელთა შორის, სულ მცირე, 33 გარდაცვლილია.