ირაკლი – ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს – გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთს არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე

გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი ომია. ასეთ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზე სახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. ვფიქრობ, რომ ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის სახეზე. კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“