ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ – ვატო შაქარიშვილი

ევროპარლამენტში ყველაფერი იყიდება და ხაზარაძემაც იყიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება, პასუხი რომ მოსთხოვოს კოლექტიური ნაცმოძის სხვა წევრებს – აბა ახლა მითხარით ვინაა ბოზი, ვერ ხედავთ, ევროპარლამენტი მოგვიწოდებს არჩევნებში შესვლისკენო…, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე!
„ევროპარლამენტიდან ელვა-დეპეშა მიიღო აგენტურამ – აბა, ჰერი, ჰერი არჩევნებისკენო…
ახლა ნახეთ, როგორ ოსტატურად ამოატრიალებენ “პლასტინკას!”
ევროპარლამენტში ყველაფერი იყიდება და ხაზარაძემაც იყიდა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება, პასუხი რომ მოსთხოვოს კოლექტიური ნაცმოძის სხვა წევრებს – აბა ახლა მითხარით ვინაა ბოზი, ვერ ხედავთ, ევროპარლამენტი მოგვიწოდებს არჩევნებში შესვლისკენო…
მალე იმ “რეკომენდაციასაც” იყიდის, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი მამუკა ხაზარაძე იყოსო… ევროპარლამენტს რა ენაღვლება, ხაზარაძე იხდის, თანაც მსუყედ. მაგრამ ფუჭია ეს განწირულის სულისკვეთება! ევრობიუროკრატებმაც უნდა იცოდნენ და მათმა დამქაშებმაც, რომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ არჩევნებზე საქართველო საბოლოოდ მოიშორებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ვერც ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებას გაექცევა ვინმე!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.
Next: -ევროპარლამენტიდან პირდაღებულ ოპოზიციონერებს უბრძანებენ, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!