თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს. გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.
გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.
გამოფენა თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი.