სალომე სამადაშვილი – იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს – რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, წერს.
სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია.
„იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამავე დროს მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.