ვოლოდიმირ ზელენსკი – „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის – ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს

ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
ს ომი არასდროს სურდა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს საკუთარი თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი დაიცვას. ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია „ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები დააჯილდოვა.
„ჩვენი თავდაცვის უფლების ბრწყინვალედ გამოყენებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა არის ის, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის. ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება