საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AI-ის გამოყენება ბიზნესში” გაიმართება

“ მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი ბიზნეს განათლების სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცე პრაქტიკულ ვორკშოპს უმასპინძლებს თემაზე – „-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.

ღონისძიებას გაუძღვება ტატა მომცელიძე, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის კლასტერის პროდუქტის მფლობელი, რომელიც წლებია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ხელმძღვანელობს ს გამოყენებით.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:

  • გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;
  • გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;
  • გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესსეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;
  • მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება მისამართზეალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვორქშოპი საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ რესურსებს.