ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში მიიღო.

ანგარიშში, რომელიც მომხსენებელიც ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა, ს პარტია რეჟიმად არის შეფასებული.

კერძოდ, მასში მკაცრადაა გაკრიტიკებული ქართული ოცნების მმართველობა და პარტია დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენიება. ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებელი სწორედ ივანიშვილი და მისი გუნდია.

აქედან გამომდინარე, დოკუმენტის თანახმად, მთავრობის მოქმედ, თუ ყოფილ მაღალჩინოსნების მიმართ პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს. საუბარია ზე, შალვა პაპუაშვილზე, ზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურზე.

კომიტეტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები.

საგარეო კომიტეტი ამ დოკუმენტში ასევე დიდ ყურადღებას უთმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. აღნიშნულია, რომ ეს სტატუსი საქართველოს მხოლოდ დათქმებით მიენიჭა, ხოლო ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველოს თითქმის არც ერთი მიმართულებით პროგრესი არ ჰქონია და პირიქით, უკუსვლა განიცადა.
აქედან გამომდინარე ანგარიშში ხაზს უსვამს ვადამდელი საპარლამენტო ს აუცილებლობას, რომელიც დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ზედამხედველობით უნდა ჩატარდეს.

“კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობითა და გულმოდგინე საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი”, – წერია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში.