პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუმარტა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
„როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, გაბიტაშვილი გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას წარუდგინა. მისივე თქმით, პარლამენტი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭს მომავალ კვირას უყრის.
გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს