სალომე ზურაბიშვილი – დღეს შვედეთის ელჩს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება

დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება.
ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიისადმი შვედეთის ძლიერი მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია”, – წერს ზურაბიშვილი.
თავის განცხადებას ზურაბიშვილი ასევე ურთავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის წერილს, რომელიც 5 მაისით არის დათარიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: დონალდ ტრამპმა ეს ეპოქა დაასრულა და ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქამდე გასაიდუმლოებელ პროცესებს სრულიად გამჭვირვალედ, პირდაპირ დავაკვირდეთ და არა პოსტ-ფაქტუმ, მემუარებში

შალვა პაპუაშვილი – როდესაც პარტნიორი ქვეყნების ელჩები უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ერთადერთი გზა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ – ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები