რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა დაწერა, რომ სტამბოლში უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების მიზანი არა “კომპრომისული მშვიდობის” მიღწევა, არამედ რუსეთისთვის “უსწრაფესი გამარჯვების” მოპოვებაა.
“სტამბოლის მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაც მიერ მოფიქრებული არარეალური პირობებით მიღწეული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი უსწრაფესი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა” – დაწერა მედვედევმა.
მალევე მის განცხადებას X-ზე აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი გამოეხმაურა:
“ვულოცავ ბატონ მედვედევს რუსეთის პროპაგანდის მანქანიდან წამოსული იშვიათი გულახდილობისთვის. ვაფასებ, რომ მსოფლიოს მკაფიოდ დაანახეთ: პუტინსა და რუსეთს ოდნავადაც არ აინტერესებთ მშვიდობა” – წერს სენატორი გრემი პოსტში



