უკრაინის ეკონომიკის მინისტრი – ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს

ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„თუ 2024 წლის დასაწყისში და ევროკავშირი ს ფინანსურ დახმარებას არ გაუწევენ, მაშინ საჯარო მოსამსახურეებისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის ხელფასებისა და პენსიების გაცემის გადავადება მოგვიწევს“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
„პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.
კერძოდ, საუბარია 500 000 საჯარო მოხელისა და 1,4 მილიონი მასწავლებლის ხელფასის, ასევე, 10 მილიონი პენსიონერისთვის პენსიის გაცემის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს