ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად კაპრეშუმის სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის მოწყობის შიდა სამუშაოები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება და 90 ოჯახს სრულიად გარემონტებული საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
ასევე, ხელვაჩაურის მერმა სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლებთან დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე