მემორანდუმი – რას ითხოვს რუსული მხარე უკრაინისგან კონფლიქტის დასასრულებლად?

სტამბოლში 2 ივნისს გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე ეტაპის შემდეგ, რუსეთმა თურქულ მხარეს გადასცა მემორანდუმი, რომელიც მისი ხედვით განსაზღვრავს კონფლიქტის დასრულების პირობებს. დოკუმენტი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ და სამხედრო მოთხოვნებს.
მთავარ მოთხოვნებს შორისაა:
· უკრაინის მხრიდან აღიარება იმისა, რომ , ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები ს ფედერაციის ნაწილად ითვლება;
· უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი და უარი ნატოში გაწევრიანებაზე;
· უცხოური სამხედრო ძალების სრული აკრძალვა უკრაინის ტერიტორიაზე;
· ბირთვული იარაღის არქონის გარანტია;
· შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი შეზღუდვა;
· რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება;
· სანქციების მოხსნა და დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა.
მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტისთვის ასევე განიხილავს ორ სცენარს. პირველ შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან უნდა გაიდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში უნდა შესრულდეს პირობების მთელი პაკეტი, მათ შორის, ს უნდა შეუწყდეს სამხედრო დახმარება დასავლეთიდან და უკრაინაში უნდა ჩატარდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 100 დღისა.
შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა ივნისის მეორე ნახევარში გაიმართოს.
სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა უკრაინის უპრეცედენტო შეტევა რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე.
შეხვედრა თურქული მხარის მედიაციით გაიმართა და საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ მძიმე დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, ასევე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხში პროგრესი არ დაფიქსირდა. რუსეთმა მხოლოდ 2-3 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, რაც უკრაინისთვის მიუღებელია.

ასევე დაგაინტერესებთ