“არ მახსენდება თვალხილული როლი პატიმარ სააკაშვილის, ცუდი ჟესტია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას” – ოპოზიციის შეფასება სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე

ს მორიგ განცხადებებს მორიგ შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში – საუბარია წერილობით ინტერვიუზე, რომელიც ექსპრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიას მისცა და რომელშიც ის ამბობს, რომ ბევრი იბრძოლა სტატუსისთვის და უამრავი სტატია გამოაქვეყნა. “მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა წერა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპის წამყვან პრესაში, ასევე, წერილები მივწერე ბევრ გავლენიან ევროპელ პოლიტიკოსს,” – განაცხადა სააკაშვილმა.
საერთაშორისო პრესაში სააკაშვილის ამ შინაარსის სტატიების გახსენება უჭირს ოპოზიციის ნაწილს. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტმა არათუ წვლილი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, არამედ პირიქით, ის მუდმივად ცდილობდა პროცესის დაზიანებას.
ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, ძალიან ცუდი ჟესტია, როდესაც ქვეყნის კონკრეტულ მიღწევებზე კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას.
“არ მახსენდება ისეთი თვალხილული როლი პატიმარ სააკაშვილის ამ პროცესში. არ ვფიქრობ, რომ პატიმარ სააკაშვილს მოცემულობაში შესძლებოდა იმხელა როლის თამაში, რომ მისი დამსახურება ყოფილიყო და არა ხალხის, რომელიც, მათ შორის, მარტის აქციების დროს აპროტესტებდა იმ კანონს, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევდა. შესაბამისად, ძალიან ცუდი ჟესტია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ დამსახურების მიწერას და საკუთარი თავისთვის კრედიტის მინიჭებას ამ კუთხით,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
განსხვავებული მოსაზრებებია “ნაციონალურ მოძრაობაში.” თინა ბოკუჩავას შეფასებით, სააკაშვილის ავტორობით არაერთი სტატია ქვეყნდებოდა.
“არაერთი სტატია ქვეყნდება პრეზიდენტ სააკაშვილის ავტორობით სხვადასხვა, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო გამოცემებში. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს აინტერესებს პრეზიდენტ სააკაშვილის აზრი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ “კორონაცები”, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი “კარტელნაცებად” იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო

ჭყონიამ რომ სამოცდაათჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს, ამის გამო ოპოზიციური მედია და ბაბლი არ დააქანსელებს, იმიტომ რომ მათ მედიებს და პოდკასტებს აფინანსებს, აი შენ, თუ გაბედავ და საშობაო სოფელში აჯიკას გაყიდი, ესეიგი რუსი ხარ

ჭყონიამ რომ სამოცდაათჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს, ამის გამო ოპოზიციური მედია და ბაბლი არ დააქანსელებს, იმიტომ რომ მათ მედიებს და პოდკასტებს აფინანსებს, აი შენ, თუ გაბედავ და საშობაო სოფელში აჯიკას გაყიდი, ესეიგი რუსი ხარ