სალომე სამადაშვილი – თუ შევარჩევთ წერტილებს, სადაც ხელისუფლება სუსტია, უკვე წააგო არჩევნები და ერთიანი ძალით დავარტყამთ, შესაძლოა მივაყენოთ უფრო დიდი ზიანი, ვიდრე არ შესვლით პროცესში – მათ ვერავინ მისცემს ლეგიტიმაციას, ის რაც მკვდარია, თავიდან ვერ მოკვდება

მცდარი არგუმენტია, როდესაც კოლეგები ამბობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებს ვინმე მონაწილეობას, ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. ვერავინ მისცემს ლეგიტიმაციას – ს ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმაცია გარდაცვლილ მდგომარეობაშია , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ს თქმით, ვერ ხედავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის არმონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ რაიმე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდეს.
„ასეთი ტიპის რეჟიმისთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთპარტიულად თუ იქნება ჩატარებული . იტყვიან, რომ არ მიიღეს მონაწილეობა და ეს არის შედეგი. მათთვის მთავარია, რომ მინიმალური წარმომადგენლობა იყოს, ხალხის მინიმალურმა რაოდენობამ მიიღოს მონაწილეობა, თავისი მინიმალური შედეგი გაიფორმონ. თუ კონკურენცია არ ექნებათ, მით უკეთესი.
მე ვერ ვხედავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის არმონაწილეობა მას რაიმე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდეს. სრული ბოიკოტი როგორც ჩანს არ იქნება, ვიღაც მიიღებს მონაწილეობას. ჩაუტარებელ არჩევნებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ მიუღია დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ამიტომ ძალიან მცდარი არგუმენტია, როდესაც კოლეგები ამბობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებს ვინმე მონაწილეობას, ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. ვერავინ მისცემს ლეგიტიმაციას, ის რაც მკვდარია, თავიდან ვერ მოკვდება.
ადგილობრივი არჩევნები ტარდება კონსტიტუციის თანახმად და ყველა შემთხვევაში ჩატარდება. საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, უკვე შემდგარია ფაქტი, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმაცია გარდაცვლილ მდგომარეობაშია.
თუ ჩვენ შევარჩევთ იმ წერტილებს, სადაც სუსტია ხელისუფლება, სადაც უკვე წააგო არჩევნები, გავერთიანდებით და ერთიანი ძალით დავარტყამთ ამ ხელისუფლებას, ამით შესაძლოა მივაყენოთ მათ უფრო დიდი ზიანი, ვიდრე იმით, რომ საერთოდ არ შეხვიდე ამ პროცესში. იტყვიან, რომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციამ, მაგრამ ვინც მიიღო მონაწილეობა მათში უპრობლემოდ გაიფორმებენ მთელ შედეგებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.