რუსული მედია კრემლის სამშვიდობო მემორანდუმის დეტალებს ავრცელებს

კრემლის პროპაგანდისტული მედია, RIA Novosti ავრცელებს რუსული იმ სამშვიდობო მემორანდუმის ძირითად პუნქტებს, რომელიც კრემლის დელეგაციამ უკრაინულ მხარეს დღეს სტამბულში შეხვედრისას გადასცა.

მედია წერს, რომ მემორანდუმში პუტინი ითხოვს ს, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ს ტერიტორიებად აღიარდეს, ხოლო მ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და არ შეუერთდეს არცერთ სამხედრო ალიანსს.

დოკუმენტის ძირითადი პუნქტები ასევე მოითხოვს, შეწყდეს სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობა უკრაინაში.

რაც შეეხება ოფიციალური ს სამხედრო ძალებს, მემორანდუმის მიხედვით, ქვეყანამ არაბირთვული სტატუსი უნდა მიიღოს და მის შეიარაღებულ ძალებს დაუდგინდეს მაქსიმალური რაოდენობა.

რუსულ მხარეს ასევე სურს, გაუქმდეს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გამოთქვა მზაობა, ომის შემდგომ აღდგეს უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.

პუტინის ერთ-ერთი წინაპირობა ასევე რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვების მოხსნა და ნაციზმის განდიდების აკრძალვა. მას ასევე სურს, ომის დამთავრების შემდეგ უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო ჩატარდეს.

რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს დღეს, სტამბულში შეხვდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.