მედია: პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი რუსეთში ძებნილი პირია

მედიები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით წერენ, რომ პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი რუსეთში ძებნილი პირია.

რუსმა სამართალდამცავებმა ნავროცკი ძებნილი პირების სიაში 2024 წელს შეიყვანეს, მას “პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიისადმი მიძღვნილი ძეგლების დემონტაჟში თანამონაწილეობა” ედება ბრალად.

ნავროცკიმ 2025 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

შედეგების მიხედვით, პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.

ნავროცკი ტრადიციულ კათოლიკურ და ოჯახურ ღირებულებებს უჭერს მხარს და მტკიცედ იცავს პოლონეთის სუვერენიტეტს ევროკავშირის ფარგლებში.

ის მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში და ევროკავშირში მიმდინარე ომის დროს გაწევრიანება არ სურს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა