ჩვენი ძმების, დების, დედების და მამების ციხიდან გამოსვლამდე ვისაც ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა გინდათ, თქვენივე „პადიეზდებთან“ გაგიგდებთ ბალაკლავებით და კასტეტებით

ჩვენი ძმების, დების, დედების და მამების ციხიდან გამოსვლამდე ვისაც ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა გინდათ, თქვენივე „პადიეზდებთან“ გაგიგდებთ ბალაკლავებით და კასტეტებით
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე, იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.
სანდრო ცხადაძის განცხადებით, აქციებზე დაკავებული პირების ციხიდან გამოსვლამდე ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მათ პატიმრების ოჯახის წევრები „ბალაკლავებით და კასტეტებით“ გაუსწორდებიან.
„ჩვენი ძმების, დების, დედების და მამების ციხიდან გამოსვლამდე ვისაც ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა გინდათ, თქვენივე „პადიეზდებთან“ გაგიგდებთ ბალაკლავებით და კასტეტებით და არკვიეთ მერე ქოცების ტიტუშკებთან, ვინ გცემათ.“ – წერს სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე