ყველას ვუსურვებ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პოლიცია მოქალაქეს დაიცავს –

ყველას ვუსურვებ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პოლიცია მოქალაქეს დაიცავს –
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიციას დღევანდელ დღეს ულოცავს. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს – “ყველას ვუსურვებ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც პოლიცია მოქალაქეს დაიცავს”.
ქართულ პოლიციას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისათვის.
მინდა ყველას ვუსურვო ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ქართული პოლიცია ადამიანების და მოქალაქეების დასაცავად თავის მოვალეობას ასრულებს, იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო