საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის საქ­მე­ზე “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის“ ლი­დერს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამით მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ გან­მარ­ტა, ამ საქ­მე­ზე შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს არ გა­დახ­და ნიკა მე­ლი­ას მხრი­დან მოხ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად.

თვი­თონ ნიკა მე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია, რად­გა­ნაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე მან მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძეს წყა­ლი შე­ას­ხა, ამის შემ­დგომ კი ის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ნიკა მე­ლია 29 მა­ისს, 21:00 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს, ხოლო გი­რა­ოს გა­დახ­დის ვადა, 29 მა­ი­სის, ღა­მის 12 სა­ათ­ზე იწუ­რე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, მე­ლი­ას გი­რაო ბოლო სა­ა­თებ­შიც გა­და­ე­ხა­და.

არა­ვინ უშ­ლის ადა­მი­ანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლოს“, – აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით კი, ნიკა მე­ლი­ამ უგუ­ლე­ბელ­ყო კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა, ხოლო დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ “ის აპი­რებ­და გი­რა­ოს გა­დახ­დას“, უსა­ფუძ­ვლოა.

ამის შემ­დგომ მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ შემ­დე­გი შე­კი­თხვა და­უს­ვა ად­ვო­კა­ტებს: „გი­რა­ოს არ­გა­დახ­და მოხ­და იმის გამო, რომ ის და­ა­კა­ვეს, თუ არ ჰქონ­და გა­დახ­დის სურ­ვი­ლი?“

სა­პა­სუ­ხოდ ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლი­ას გი­რა­ოს გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკა­ნო­ნოდ შე­ე­ზღუ­და.

“მას სა­ხელ­მწი­ფომ გი­რა­ოს გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკა­ნო­ნოდ მო­უს­პო, იმი­ტომ, რომ ის უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. ვინ უშ­ლი­და ნიკა მე­ლი­ას, რომ 23:30 სა­ათ­ზე გა­და­ე­ხა­და თან­ხა?“ – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

“ბა­ტონ­მა [გი­ორ­გი]ვა­შა­ძე­მაც ბოლო წამს გა­და­ი­ხა­და“, – აღ­ნიშ­ნა რეპ­ლი­კის სა­ხით ნიკა მე­ლი­ამ, იქამ­დე ვიდ­რე მას სა­სა­მარ­თლო­დან გა­ა­ძე­ვებ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, ნიკა მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც მას ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მას აღ­კვე­თის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

ნიკა მე­ლი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას” გუ­ლის­ხმობს.

ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის (ცემის გარეშეც) წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ

ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერის ფრაზა “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო”, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში