ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა – მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რა ხდებოდა პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიკა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძეს წყა­ლი შე­ას­ხა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­შინ მოხ­და, როცა ნიკა მე­ლია მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თავ­და შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით, რომ “ის არის და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და რომ ის, რო­გორც მო­სა­მარ­თლე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა თუ რა­ტომ და­ა­კა­ვეს გუ­შინ უკა­ნო­ნოდ“.

“თქვენ ხართ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. დაც­ვის ერთი რგო­ლი ხართ. უმ­ნიშ­ვნე­ლო, ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თუ პი­რი­ქით, ეს არა­ვინ ვი­ცით, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი [ბან­დის] ერთ-ერთი რგო­ლი ხართ, რო­მელ­საც კი­თხვაც კი არ უჩ­ნდე­ბა, აქ რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი, ვინ გა­მი­ტა­ცა, რა­ტომ გა­მი­ტა­ცა და რა­ტომ და­ა­ზი­ა­ნა მან­ქა­ნა­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი”, – მი­მარ­თა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლეს.

მას შემ­დეგ, რაც ნიკა მე­ლი­ამ მო­სა­მარ­თლეს წყა­ლი შე­ას­ხა, მე­ლია სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ცეს­ზე დამ­სწრე­ებ­სა და მან­და­ტუ­რებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და და მო­სა­მარ­თლემ შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის (ცემის გარეშეც) წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ

ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერის ფრაზა “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო”, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში