“ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ამიკრძალა… ბავშვი შემეცოდა, სანდრო” – ანზორ მელია

გვი­ან ღა­მით, ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მე­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში – “ორ ცე­ცხლს შუა“ – მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თე­ბო­და.

რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა, ხოლო მა­ლე­ვე ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პირი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდნენ. დაც­ვის წევ­რებს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ამო­ი­ღეს ჩი­პე­ბი და გა­და­აგ­დეს. მე­ლია ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას მამა, ექი­მი ან­ზორ მე­ლია:

“სას­წა­უ­ლია რაც გა­ა­კე­თეს, ბავ­შვი შე­მე­ცო­და, სან­დრო… ასე ამ­ბობს, კი მაგ­რამ ხვალ უნდა და­ე­ჭი­რათ და დღეს რა­ტომ და­ი­ჭი­რე­სო? ნი­კამ მშობ­ლე­ბი მოგ­ვამ­ზა­და ამ და­ჭე­რის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ლო­დით მის და­ჭე­რას. მი­თუ­მე­ტეს როცა კაცი დი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა კაცი მი­დი­ო­და გა­და­ცე­მა­ზე და გა­ი­ტა­ცეს, ეს არ არის და­პა­ტიმ­რე­ბა. რა სა­ჭი­რო იყო?! ძალა უნ­დათ, რომ აჩ­ვე­ნონ. ამ დროს ეს სი­სუს­ტეა. ამ­დე­ნი წლის ექი­მი ვარ და ნი­კას­თვის გი­რა­ოს გა­დახ­და არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სას­ტი­კად ამიკ­რძა­ლა” – ამ­ბობს ან­ზორ მე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები. ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი

მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი და დააკავებინეს თავი. ციხე მათთვის კომფორტია, რადგან ისინი არიან სრულიად განულებულები და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან