უკრაინა რუსეთისგან ისევ მოითხოვს მემორანდუმის გადაცემას

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არ მიუღია მოსკოვის მიერ დაპირებული მემორანდუმის ტექსტი. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა 30 მაისს კიევში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის და ს პირისპირ მოლაპარაკების მეორე რაუნდი 2 ივნისს ისევ სტამბოლშია დაგეგმილი. კიევში ვიზიტამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაინტერესებულია თურქეთში შეხვედრების გაგრძელებით და ომის წელსვე დასრულება სურს. სიბიჰას ინფორმაციით, სტამბოლში პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით მ რუსულ მხარეს უკვე გადასცა დოკუმენტი, რომელიც შემდგომ ნაბიჯებს ეხება და რუსეთისგან დროულად ელოდებიან დაპირებულ მემორანდუმს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს აუცილებელია, რათა მომდევნო შეხვედრა საგნობრივი იყოს.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის განცხადებით, ანკარას იმედი აქვს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი უმასპინძლებს პრეზიდენტების, ტრამპის, პუტინის და ზელენსკის შეხვედრას.
მემორანდუმის შესახებ ჟურნალისტებმა მოსკოვში დღეს, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან არ თქვა, როდის გადასცემენ დოკუმენტს უკრაინას.
პესკოვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ რუსეთის და უკრაინის მემორანდუმების პროექტები, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნდება, 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე იქნება განხილული.
უკრაინა არაერთი დღეა რუსეთისგან მოითხოვს მემორანდუმის ტექსტის გადაცემას, რათა მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის მოემზადოს. კიევმა თავისი პროექტი მოსკოვს უკვე გაუგზავნა.
29 მაისს, დღის ბოლოს, როცა უკრაინულ მხარეს რუსული მემორანდუმის ტექსტი ისევ არ ჰქონდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ დოკუმენტს არარეალისტური ულტიმატუმების გამო მალავს
სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა -ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებდა.