“ეს იყო გატაცება… 11 ადამიანი იყო ფურგონში, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ იყვნენ პოლიციელები” – მელია

ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზში განაცხადა:
“გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი, მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მართვის მოწმობა მოითხოვეს, ცხადი იყო ის რომ ყველაფერი აინტერესებდა, მართვის მოწმობის ვარდა, ამ დროს რაციაში ხმა გაისმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში, გასაგები იყოო რაც ხდებოდა. 11 ადამიანი იყო ფურგონში ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი არ ჰქონდთ, რომ იყვნენ პოლიციეელები.
აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, ბნელ ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. “მარშუტკაში” ჩასმის მერე მობილური არ გამოურთიათ, ვიდეობს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას. ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი გატაცება და გაანადგურეს”, – განცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…