– როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გიბარებენ და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული

როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ სთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, კალაძე გუშინ ს დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება, თუ რა იყო ნიკა მელიას დაკავების მიზეზი.
ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევაზე. როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა დაკავების მიზეზი, ეს იყო დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილი, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ, ეს ასევე, არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე – ყველა ანგარიშს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით

ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით