Taurus-ის რაკეტებზე – არის თემები, რომლებზეც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ ვისაუბრებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანიასთან Taurus-ის რაკეტებთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება, თუმცა არა საჯარო დონეზე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ RTL-ს განუცხადა.
უკრაინისთვის Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხზე კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა: „ამ მიმართულებით ვმუშაობთ“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ განხილვა კონფიდენციალურად და კულისებში მიმდინარეობს.
„არსებობს გარკვეული თემები, რომლებთან დაკავშირებითაც მე და კანცლერი მერცი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავთ. მე მას ამას დავპირდი და ჩემს დაპირებას ვასრულებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…