კოდორის ხეობის მკვიდრი თორნიკე გერლიანი-როცა ჩვენთან წმენდაზე შემოვიდნენ, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო. სწორედ ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ „როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი დაახალეთ მკერდზეო“- ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე

კოდორის ხეობის მკვიდრი თორნიკე გერლიანი-როცა ჩვენთან წმენდაზე შემოვიდნენ, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო. სწორედ ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ „როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი დაახალეთ მკერდზეო“- ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის საკითხები განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრები თორნიკე გერლიანი 2006 წლის მოვლენებს იხსენებს, რა დროსაც მათთან „წმენდაზე“ შევიდნენ.
„როცა ჩვენთან შემოვიდნენ სახლში 2006-ში, დიდი ხანი ვერ ამოდიოდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, ასე ეძახიან, წმენდაზე, ერთ-ერთ სპეცრაზმელს საყურისი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო მანდ, ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს: პოლიციას, გამგებლებს. აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ სად არის , ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი მკერდზეო. ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ იქსი, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ იქსი დაახალეთ მკერდზეო“-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში