-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დროებით აღადგინა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა, მას შემდეგ, რაც -ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები დაბლოკა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში მდებარე სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ აჩერებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით და მოსარჩელეებს პასუხის 5 ივნისამდე, ადმინისტრაციას კი 9 ივნისამდე წარდგენა დაავალა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აჩერებს, თუმცა ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ