“ამდენი წლის ექიმი ვარ და არ გამჭირდებოდა ნიკასთვის გირაოს გადახდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა” – ანზორ მელია

ნიკამ მშობლები მოგვამზადა ამ დაჭერისთვის, ფაქტობრივად, ველოდით ამ დაჭერას. კაცი როდესიც დინების წინააღმდეგ მიდის, იმას ყოველთვის ექნება წინააღმდეგობა, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც კაცი გადაცემაზე მიდიოდა და თავს დაესივნენ და გაიტაცეს, ეს არ არის დაპატიმრება. ხვალ არის სასამართლო პროცესი, მართალია, ნიკა არ აპირებდა მისვლას და ამბობდა, რომ დაველოდები იქ, სადაც მათ გავაფრთხილებ. რა საჭირო იყო? მაგრამ ძალა უნდა აჩვენონ. ძალას კი არა სისუსტეს აჩვენებნ ესენი. ამდენი წლის ექიმი ვარ და მე არ გამჭირდებოდა ნიკასთვის გირაოს გადახდა, მაგრამ სასტიკად ამიკრძალა. თუ პოლიტიკოსია და იტყვის სიტყვას, ის ბოლომდე უნდა შეასრულოს. ცოტა ხნის ადრე, ქალიშვილთან ერთად, მივდიოდით ნიკასთან გამოსამშვიდობელბად, და რომ გამოაცხადა მიშველაძემ დაიჭირესო, სახტად დავრჩით. ბავშვი შემეცოდა ძალიან, სანდრომ თქვა, კი მაგრამ, ხვალ უნდა დაეჭირათ და დღეს რატომ დაიჭირესო“