მამუკა ხაზარაძე – სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს

სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
“ასე სრულდებიან რეჟიმები – საქართველოშიც მალე დასრულდება ოლიგარქის რუსული მისია!
ჩემი თანადგომა ნიკას!”, – წერს ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?