ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე: ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ

ონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ს დაკავებას ეხმიანება.

უილოსონი წერს, რომ “ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. გამოსავალი სანქციებია.“ 

“ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ საბაბით დააკავა, როგორც წინა თავდასხმისას ოპოზიციაზე. ცხადია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიჰყიდონ. სანქციები გამოსავალია!” – წერს უილსონი. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ