ბათუმში 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, 10 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის ასაკის მამაკაცი.