გრიგორი კარასინი – მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ – შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს

შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის ახლავე გადაწყვეტა შესანიშნავი იქნებოდა“.
„ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, – აღნიშნა კარასინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?