“ქართული ხელმძღვანელობა მომწიფდა – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია” – კარასინი

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია გააჩნია. ეს განცხადება კარასინმა Tass-თან ინტერვიუში გააკეთა.
“დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენთ. ამჟამად, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ გვაქვს შვეიცარიის საელჩოს ფილიალი თბილისში, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. მას ზუსტად ასე ჰქვია, ისევე როგორც შვეიცარიის საელჩოს ცალკეული ფილიალი მოსკოვში, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. და იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. ანუ, ურთიერთობებს ზოგადად გააქტიურების ტენდენცია აქვს. მიგვაჩნია, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო სავსეა პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს. თანდათან უმჯობესდება ტურიზმი, და ქართველი ტურისტები ჩვენთან ჩამოდიან”, – თქვა კარასინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?