ბიზნესმენი გიორიგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ იმ გაიტაცეს და საქართველოში “აირზებას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი საქმის სხდომაზე განაცხადა.
“არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. დღეს მე კიდევე ერთი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახისთვის შეტყობინებისთვის და დალაპარაკების შესაძებლობის დაგარეშე. შემდგომ, პირდაპირ, მოტაცებული ჩამტენეს “აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველანაირი კანონის დარღვევით, მოტაცებული ჩამომიყვანე საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს. სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით. მაგრამ, ამჯერად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს საკუთარ თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანშივილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა. იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა “აირზენას”. კომპანიაში გვითხრეს, რომ კერძო პირების მიერ რეისების შეკვეთა ყოველდღიურად ხდება. თუმცა, პერსონალური ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.
