აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
„მდივანი ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში უპრეცედენტო არალეგალურ მიგრაციას განიხილავს და აშშ-სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო გამოწვევების გადაჭრის გზებს დაასახელებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზად არის, მაგრამ სურს კუბასთან და ვენესუელასთან აშშ-ის ურთიერთობებში პროგრესი იხილოს, რადგან მიგრანტების დიდი ნაწილი აშშ-ში შესვლას სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან ცდილობს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე ყოველდღიურად 10,000-მდე მიგრანტს აკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება