ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია

უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია“.
„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…