მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„მდივანი რუბიო თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის მზადყოფნას მიესალმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო სტრატეგიული ჩართულობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?