მოსკოვის მერი ადასტურებს, რომ დრონმა დედაქალაქამდე მიაღწია

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით დედაქალაქზე შეტევის აღკვეთისა და უპილოტო საფრენი აპარატების დედაქალაქამდე, მოსკოვის ოლქში განადგურების შესახებ იუწყებოდა, დღეს, 29 მაისს განაცხადა, რომ მორიგი შეტევისას მოსკოვში სახლი დაზიანდა.
სობიანინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, სახლი მოსკოვის ვერნადსკის გამზირზე მდებარეობს. ამავე გამზირზეა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
მოსკოვის მერის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შედეგად, სახლი „სერიოზულად არ დაზიანებულა“ და არავინ დაშავებულა.
ტელეგრამ-არხი Baza იუწყება, რომ დრონით შეტევამ დააზიანა საცხოვრებელი კომპლექსი „მირაქს პარკი“. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სახლის ფასადი რამდენიმე სართულზეა დაზიანებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 48 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 3 – მოსკოვის რეგიონში, ხოლო ყველაზე მეტი, 30 – ბელგოროდის ოლქში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?