ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტიანებს ამაღლებას ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. მილოცვას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ბაპტისტური თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ქრისტიან მოლოკანთა თემი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და სახარების რწმენის ეკლესია ამაღლებას დღესასწაულობენ.
ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტიანებს ამაღლებას ულოცავს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?