პაატა ბურჭულაძე – ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს – რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს

ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს, ამიტომ ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარ თავს მოიტყუებს, – ამის შესახებ გაერთიანება „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბურჭულაძის თქმით, ინტერნეტით ჩატარებული არჩევნები უტყუარია და თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
„რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს – ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამის აღჭურვილობა. სამი მოდელი არსებობს, ერთი უკვე აქ არის, ორი ჩამოვა. ერთი შექმნა ჩეხეთმა და ორი შექმნა ამერიკამ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?