ჯო ბაიდენმა კატარის ამირასთან „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კატარის ამირა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან სატელეფონო საუბრისას „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, -ის პრეზიდენტმა კატარის ამირასთან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობების შესახებაც ისაუბრა.
„ორმა ლიდერმა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების, გათავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელი და გადაუდებელი ძალისხმევა განიხილა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნოემბერში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ჰუმანიტარული პაუზის შეთანხმების მიღწევისას შუამავლის როლი კატარმა და ეგვიპტემ შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს