რომან გოცირიძე – როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს „მაგნიტსკის სიიდან“ ამოღებული – გომელაური ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა

როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს “მაგნიტსკის სიიდან” ამოღებული – გომელაური აგენტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ივანიშვილის მონა და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა, – ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი .
გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “მაგნიტსკის სიაში“ მყოფი პირი მინისტრად ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია“.
“დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული.
დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან ს ნომრიან აგენტს ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც გომელაური აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, თანამდებობა დაეტოვებინა.
შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გელა გელაძე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე