კიტ კელოგი – მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის უგუნური კომენტარია

-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა.
„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება მედვედევის სამწუხარო, უგუნური კომენტარია, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოს არ შეეფერება. პრეზიდენტი ტრამპი მუშაობს ამ ომის შესაჩერებლად და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად. ველოდებით მემორანდუმის მიღებას, რომელსაც ერთი კვირის წინ დაგვპირდით. შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“, – წერს კელოგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის – მესამე მსოფლიო ომი. “რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის „ცეცხლთან თამაშის“ და რუსეთისთვის „ძალიან ცუდი რამის“ შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!” – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას