რასა იუკნევიჩიანე – ევროპარლამენტის წევრები თბილისში, პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ – გვინდოდა შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა, არ გაგვკვირვებია

თბილისში ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პატიმრობაში მყოფი ქართველების ნათესავებს შეხვდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილის ციხეებში – სტუდენტები, მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მრავალი სხვა უბრალოდ იმიტომ არიან, რომ ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ”, – წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, სურდათ შეხვედრა ჟურნალისტ მზია ამაღლობელთანაც, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მისცა.
„გვინდოდა შეხვედრა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან, თუმცა ხელისუფლებამ ნებართვა არ მოგვცა. არ გაგვკვირვებია“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე – აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი