– აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად – დიდი ფულია?! პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია, ცოტა ფულია?! პროტესტის ხარისხი იკლებს

აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმისი რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად – გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა მოგონილ ამბებზე ეს მათი ვითომ პროტესტი, რომ ვეღარაფერს შვრებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი პირდაპირპროპორციულია და თუკი „დიდი ფულია, პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია და თუ ცოტაა, პროტესტის ხარისხი იკლებს”.
„აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა, იმისი რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად. გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე, რომ ვეღარაფერს შვრებიან. წარმოიდგინეთ, კვლავ ცდილობს, თავი ლიდერად გამოაჩინოს.
ამ ადამიანებს, რომლებიც საიდანღაც ფინანსდებოდნენ, თანხები მოაკლდათ და თქვენ ალბათ, ხედავთ რამდენად პირდაპირპროპორციულია უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა, პროტესტიც შესაბამისი იყო. ვინც ამ პროტესტში მართლა გულწრფელად იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანებს მართებთ დაფიქრება. დიდი ფულია?! პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია. ცოტა ფულია?! პროტესტის ხარისხი იკლებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია