ვახტანგ ძაბირაძე – ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, გაყალბების გარეშე, რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ფსკერზეა – პოლარიზაცია უფრო და უფრო ღრმავდება, ძალიან მძიმე წელი გველოდება

ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ფსკერზეა.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, რა აკეთოს და როგორ აკეთოს. არ იცის ან არ უნდა ჩამოყალიბება. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ მოიგებს, გაყალბების გარეშე, იმიტომ, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია. ყველა გამოკითხვით, ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის პირობებში, არჩევნებს აგებს. 30 წლის განმავლობაში ასეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. ფსკერზე ვართ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება არის ფსკერზე. ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის, ოპოზიციისადმი ნდობაც არ არის. საქართველოში ვერ დაასახელებთ პიროვნებას, რომელსაც ავტორიტეტი აქვს, პატრიარქს არ ვგულისხმობ. დღეს საქართველოს მართავენ ყავლგასული ლიდერები. აქეთ სააკაშვილი და იქით ივანიშვილი“, – განცხადება ძაბირაძემ.
მისივე მოსაზრებით, „ოპოზიციის უდიდესი შეცდომაა, ერთი თემა აქვს: „ქართული ოცნება“ რუსულია.
„ამის ირგვლივ 4 წელია ტრიალებს. სხვა თემა ოპოზიციას არ აუწევია. ამ დროს „რუსულმა ოცნებამ“ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ოპოზიციას ყველაფერი ჩაეყარა წყალში. ოპოზიციას სჭირდება გამართული პროგრამა, რომლითაც უნდა წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და ახალი ლიდერი“, – აღნიშნა ძაბირაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგმა 2023 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2023 წელს ბევრი შესაძლებლობა იყო და შესაძლებელი იყო მეტის მიღწევაც.
მისივე მოსაზრებით, 2023 წელმა ვერ შექმნა იმის გარანტია, რომ მომავალი წელი სტაბილური და მშვიდობიანი იქნება.
„რთული წელი იყო. იყო ბევრი შესაძლებლობა და შეგვეძლო მეტისთვის მიგვეღწია. შეგვეძლო ისე გაგვეკეთებინა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სახვეწარი და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო.
ვთვლი, რომ პარტნიორებმა სწორად არ შეაფასეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ამიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, როცა მ და მოლდოვამ მიიღო. სამოქმედო გეგმა შეიძლება აქამდე შესრულებულიყო.
2023 წელმა ვერ შექმნა იმის გარანტია, რომ მომავალი წელი სტაბილური და მშვიდობიანი იქნება. პირიქით, პოლარიზაცია უფრო და უფრო ღრმავდება. ძალიან მძიმე წელი გველოდება“, – განაცხადა ძაბირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება